მარნეულში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განაცხადა.

„გუშინ მარნეულში აღებული 38 ანალიზიდან გვაქვს ერთი დადებითი. აღნიშნული პაციენტი უკავშირდება ექიმების კლასტერს და მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. არანაირი კონტაქტები მას არ გააჩნია“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 677 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 419 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი თემები