საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 26 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 677 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 419 მოქალაქე.

ამასთან, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია 12 პაციენტი.

მსგავსი თემები