რუსეთში ქართველი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში ცნობილი ქართველი ექიმი, ზაალ გიორგაძე 67 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

როგორც რუსული მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ გიორგაძეს სახლში დარჩენა შეეძლო, თავის კოლექტივთან ერთად ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იდგა.

რუსული მედიასაშუალებები წერენ, რომ ზაალ გიორგაძე უამრავ პაციენტს დაეხმარა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებაში, მათ შორის, რუსეთის მუფტის მოადგილეს, რაფიკ ფატახეტდინოვს.

მსგავსი თემები