პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა

​საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიიწყალა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„გადაწყვეტილება მივიღე, გამოვცე უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეეწყალება შევა ძალაში, მინდა, მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც ჩემი დღევანდელი გადაწყვეტილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიოს.  უნდა განვმარტო ყველას გასაგებად შეწყალების არსი. არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები