“ვეცდებით, საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციის პიარული თავხედობის გამო არ ჩავარდეს” – მამუკა მდინარაძე

“დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის პიარულ თავხედობაზე საზოგადოებას არჩევნებში და მანამდეც თავისი რეაქცია ექნება. ჩვენ, ნებისმიერ შემთხვევაში, ვეცდებით მაქსიმალურად, რომ მყარი გარანტია გვქონდეს, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები მათი ამ პიარული თავხედობის გამო არ ჩავარდეს”, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მეტი გარანტიისათვის ყველა ოპოზიციური ძალის ხმები ყოფილიყო და მათ დაეჭირათ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის. ეს იქნებოდა მყარი გარანტია იმისათვის, რომ არც ერთ შემთხვევაში, ერთი პროცენტიც კი არ იქნება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს, მაგრამ მათ გარეშეც, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მხარდაჭერას ჩვენ შევძლებთ, რადგან ჩვენი გუნდი, ფაქტიურად, მთლიანად უჭერს მხარს. ამას გარდა, დამოუკიდებელი ფრაქციები და დეპუტატებიც – მათ შორის, საუბარია ჩვენგან გასულ დეპუტატებზეც. ვფიქრობ, ეს ხმები საკმარისი იქნება, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პიარული თავხედობაა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იმის თქმა, რომ პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა საზოგადოების დაკვეთაა. დღეს კი ამბობენ, რომ გადიან ამ შეთანხმებიდან და მხარს არ უჭერენ. მათ საზოგადოება პასუხს გასცემს“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ

მსგავსი თემები

One Thought to ““ვეცდებით, საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციის პიარული თავხედობის გამო არ ჩავარდეს” – მამუკა მდინარაძე”

  1. Oh my goodness! Amazing article dude! Thank you, However I am encountering troubles with your RSS.
    I don’t understand the reason why I can’t join it. Is there
    anybody having the same RSS issues? Anybody who knows
    the answer will you kindly respond? Thanks!!