საფრანგეთში 9 წლის ბიჭი კორონავირუსთან დაკავშირებული იშვიათი დაავადებით გარდაიცვალა

საფრანგეთში 9 წლის ბიჭი კორონავირუსთან დაკავშირებული იშვიათი დაავადებით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.

აქამდე კი ბავშვს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა და მას ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რამდენიმე ქვეყანაში დააფიქსირეს ანთებითი დაავადების მქონე ბავშვები ისეთი სიმპტომებით, რომელიც კავასაკის დაავადებას ჰგავს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს კორონავირუსს უკავშირდება.

მსგავსი თემები