„მზად ვართ, ნებისმიერ დროს, პარლამენტს წარვუდგინოთ დეტალური ანგარიში, როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას საგანგებო მდგომარეობის პირობებში“ – გიორგი გახარია

ქვეყნის პრემიერი, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მუშაობის დეტალებზე საუბრობს, როგორც გახარიამ აღნისნა მთავრობა მზადაა პარლამნტის წინაშე დეტალური ანგარიშით წარსდგეს.

„მესმის, რომ საზოგადოებაში დაგროვდა გარკვეული, მათ შორის საინტერესო და ობიექტური კითხვები იმასთან დაკავშირებით, როგორ მოქმედებდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში და ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, მინდა განვაცხადო მზაობა როგორც პირადად ჩემი, ასევე მთავრობის თითოეული წევრის მხრიდან, ნებისმიერი სახით, მათ შორის.

 მზად ვართ, პირადად მეც, ნებისმიერ დროს, როდესაც პარლამენტი საჭიროდ ჩათვლის, წარვუდგინოთ ის დეტალური ანგარიში, როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას საგანგებო მდგომარეობის პირობებში“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები