რა წესები უნდა დაიცვან სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებმა სწავლის განახლების შემდეგ?

“სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვებისთვის ჰიგიენის დაცვის კარგი საშუალებები უნდა იყოს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში სწორად მოხდეს ბავშვების მიღება ყოველდღიურად, როცა სწავლა განახლდება.

„ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ რჩება პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის ბავშვთა თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა სასწავლო, სააღმზრდელო დაწესებულებები; სექტემბერში, როდესაც განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, სწორად მოხდეს ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში; სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში იყოს მათთვის კარგი საშუალებები ჰიგიენის დაცვისთვის და გამოუმუშაონ მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს სწორი ჰიგიენური წესები, რათა დაცული იყოს მათი ჯანმრთელობა. ამ წესების დაცვა საჭირო არის არამარტო კორონასგან, არამედ სხვა უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მსგავსი თემები