მამამთილმა რძალი, სავარაუდოდ, ფეისბუქის მოხმარების გამო სცემა

ოჯახში ძალადობის ფაქტზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. არსებული ინფორმაცით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამამთილი რძალს ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვება რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, მამამთილმა რძალი ფეისბუქის მოხმარების გამო სცემა. ის პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა. ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. დეტალებს შსს-ში არ აკონკრეტებენ.

მსგავსი თემები