“ვფიქრობთ, ცალკეული ტურისტული ზონები გამოვაცხადოთ „კოვიდ-19“-სგან სუფთა ზონებად” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა განიხილავს საკითხს, რომელიც შეეხება ცალკეული ტურისტული ზონების „კოვიდისგან“ სუფთა ზონებად გამოცხაებას.

როგორც საართველოს პრემიერმა ბათუმში, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ეს ზონები შეიძლება იყოს მათ შორის საირმე, წყალტუბო და გუდაური.

„ყველაზე მნიშვნელოვანი იმ პროცესებიდან, რომელიც ახლა ეკონომიკაში ხდება, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ აქ ძირითადი გამწევი ლოკომოტივი უნდა გახდეს აჭარა. რადგან ეს მაგნიტურობის ძალა ქართული ტურიზმის, რა თქმა უნდა, მთაც არის, ღვინოც არის, კიდევ ბევრი რაღაც არის, მაგრამ აჭარას მაინც თავისი მიმზიდველობა აქვს, ისევე როგორც, თბილისს და შემდგომ ეს ყველაფერი რეგიონებში იშლება. ახლა ჩენ ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ ცალკეული ტურისტული ზონები, გამოვაცხადოთ „კოვიდისგან“ სუფთა ზონებად. ეს შესაძლებელია, როდესაც ვსაუბრობთ რაღაც პატარა მობილურ ზონებზე, არ ვიცი, ეს შეიძლება იყოს საირმე, ეს შეიძლება იყოს წყალტუბო, შეიძლება იყოს გუდაური. ბათუმი მაინც დიდია ამისთვის. აჭარა ასეთი ფორმით სამომავლოდ რთული იქნება. თუმცა, აჭარის გარკვეული ნაწილები შესაძლებელია. აქ ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, სასტუმროებს, იქ სადაც ამისი ინფრასტრუქტურა არსებობს. შეიძლება ბათუმზე ვიფიქროთ როგორც ცალკე აღებულზე და აქ გარკვეული წესები დავაწესოთ, რათა „კოვიდისგან“ სუფთა ზონად გამოვაცხადოთ ცალკეული ლოკაციები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები