აფხაზეთის ისტორია მალე ახალი, საინტერესო კვლევით გამდიდრდება

დისტანციურად გაიმართა მეცნიერ–ისტორიკოსთა ვიდეოკონფერენცია, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთის ისტორიის საკითხებზე განზოგადოებული ნაშრომის შექმნის თაობაზე მიმდინარე მუშაობის მიმოხილვას.

ვიდეოკონფერენციაში როგორც მეცნიერმა, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა მონაწილეობა მიიღო  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.

მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს, რადგან კორონა ვირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, დაწყებული საქმე არ შეჩერებულა და მალე აფხაზეთის ისტორია დოკუმენტურ მასალაზე დაფუძნებული, ახალი ობიექტური კვლევით გამდიდრდება.  

პროექტი დაფინანსებულია რუსთაველის ფონდის მიერ და ითვალისწინებს ნაშრომის შექმნას ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ ზურაბ ხონელიძე, ზურაბ პაპასქირი, ჯაბა სამუშია, ლია ახალაძე, ბეჟან ხორავა, კახა კვაშილავა და კახა ყალიჩავა.

მსგავსი თემები