საკარანტინო სივრცეებიდან და „ცხელების ცენტრიდან“ ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 37 ნიმუშის პასუხი უარყოფითია

  •  

საკარანტინო სივრცეებიდან და „ცხელების ცენტრიდან“ 9 და 10 მაისს ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 37 ნიმუშის პასუხი უარყოფითია.

ამის შესახებ დაავადებათაკონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კორონავირუსისათვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომების მქონე ადამიანების სინჯის გაგზავნა ლუგარის ლაბირატირიაში დღესაც იგეგმება.

რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, კახეთში ამ ეტაპზე 11 ლოკაციაზე 529 მოქალაქე იმყოფება.

მსგავსი თემები