თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ოთხით გაიზარდა

  •  

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას დღეს ოთხი პაციენტი დაემატა.

ახალი შემთხვევებიდან ორი უკვე ცნობილ, სამედიცინო კლასტერს უკავშირდება და ინფიცირებული ადამიანების ოჯახის წევრები არიან, ორი მათგანი კი თეთრიწყაროდან საკარანტინო სივრცეებში იყო გადანაწილებული.

თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა.

მსგავსი თემები