ბათუმში, აქციაზე სამი პირი დააკავეს

ამ წუთებში აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას ორი დღის წინ დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები და ახლობლები მართავენ.

მათი განცადებით, დაკავება უკანონოდ განხორციელდა და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, აქციაზე 3 პირი დააკავეს, რასაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება მოჰყვა.

ხულიგნობის ბრალდებით, რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე ბათუმში რამდენიმე დღის წინ დააკავეს. 

მსგავსი თემები