“ძეგვს მიხედეთ, პერსპექტიული სოფელია, უამრავი ტურისტი დადის” – მომართვა მცხეთის მერიას

ინტერნეტმომხმარებელი, ირინა მაყაშვილი მცხეთის მერიას მიმართავს, სოფელ ძეგვში გზების რეაბილიტაციაზე იზრუნონ, რადგან სოფელში ძალიან ბევრი უნიკალური კოშკი და ისტორიული ძეგლებია და ტურიზმის განვითარების მხრივ პერსპექტიული სოფელია.

​ირინა მაყაშვილის ინფორმაციით, ძეგვს უამრავი ტურისტი სტუმრობს განსაკუთრებით ნაკურთხევისა და ციხედიდის უბნების დასათვალიერებლად. ამგვარად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურისტულ მარშრუტს კიდევ ერთი საინტერესო ადგილი შეემატება.

ძეგვს მიხედეთ. ტურისზმის განვითარების მხრივ, პერსპექტიული სოფელია… უამრავი ტურისტი დადის.. განსაკუთრებით, ნაკურთხევის, ციხედიდიდის უბნებში… შიდა გზები კატასტროფულ
მდგომარეობაშია, განათება, ალაგ-ალაგ მშვიდობაშის პრინცპით არის გაკეთებული.. სოფელში გულდაყვეტით ამბობენ, იმთავითვე უბატონო და უპატრონო სოფელი იყოვო.. იქნებ, თქვენ შეძლოთ და შეუცვალოთ აზრი ხალხს. ქვეყანას ხომ წაადგება და წაადგება თქვენი კარგი საქმე და ერთიც, ძეგვში უნიკალური კოშკები და ისტორიული ძეგლებია. ერთ უბანსაც ასე ჰქვია, “კოშკების უბანი”. მიხედეთ! აღადგინეთ! ეგეც თქვენი ერთი, ახალი და უნიკალური ტურისტული მარშრუტი, რომელსაც მერწმუნეთ უამრავი მნახველი ეყოლება”, -წერს ირინა მაყაშვილი.

მსგავსი თემები