უანგარო დონაციის აქციას ჭიათურაც შეუერთდა

,,გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე” აქციას ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ჭიათურის ადგილობრივი ორგანიზაციაც შეუერთდა. უანგარო დონაციის ფარგლებში, სისხლი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა სულხან მახათაძემაც გაიღო

„მსგავსი აქციები ნამდვილად აუცილებელია და ეს არის ჩვენი გუნდისა და მოსახლეობის ერთობლივი თანადგომა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ასეთი დახმარება სჭირდება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მსგავს აქციებში მონაწილეობისათვის. სიკეთე გადამდებია და იმედს ვიტოვებ უანგარო დონაციის აქცია მთელ საქართველოს მოედება. პირადად მე, ჩემს თანამშრომლებთან ერთად, მზად ვარ, ამ სასიცოცხლო და აუციელებელ აქციაში პერმანენტულად მივიღო მონაწილეობა“ –  განაცხადა მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა.

მსგავსი თემები