“ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ” – სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება  

​დუშეთის რეგიონში, ხადას ხეობაში, ამერიკის მოქალაქეების, ცოლ-ქმარ რაიან და ლორა სმიტებისა და მათი  ოთხი წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური აცხადებს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია, ისინი ორმა უცხოელმა მამაკაცმა მოკლა, ხოლო მას დედმამიშვილების დახოცვით დაემუქრნენ.

„ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ, დედმამისშვილებს დაგიხოცავთო”, – განაცხადა 19 წლის მწყემსა, მალხაზ კობიაურმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში  გამართულ პროცესზე, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს. პროკურატურა კი სასჯელის უმაღლეს ზომას, უვადო პატიმრობას.

19 წლის მწყემსს ბრალად ედება ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათ ოთხი წლის შვილის მკვლელობა. ბრალდებული მალხაზ კობაური დანაშაულს არ აღიარებს.

როგორც გამოძიებით დადგინდა,  4 ივლისს, ხადას ხეობაში, ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ურთიერთოშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით, მ.კ-მ სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ამერიკელ მამაკაცს და მის შვილს, ხოლო მისი მეუღლე, ხეობიდან გაქცევისას გადავარდა ხევში და დაიღუპა. დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დატოვა, ხოლო მცირეწლოვანის ცხედარი ზვავში დამალა.

მსგავსი თემები