ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ ცხინვალში „კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.  ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხვედელობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეზე, ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საერთო ჯამში დაინფიცირებულთა რაოდენობა 11-ია. მათგან ერთ-ერთი ჩრდილოეთ ოსეთიდან სამკურნალოდ ჩამოსული მამაკაცია. ინფიცირებულთა შორის რუსეთის უნივერსიტეტების სტუდენტებიც არიან, რომლებიც სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან გასულ კვირას ჩამოვიდნენ“, – განაცხადა ანა გაგლოევამ. მისივე განცხადებით, ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში აცხადებენ, რუსეთიდან სამხრეთ ოსეთში დაახლოებით 160 სტუდენტი იმყოფება. ამჟამად ისინი კარანტინში იმყოფებიან.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი სამი შემთხვევა გუშინ დადასტურდა.

მსგავსი თემები