„მედალფაში“ კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმში კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათ „მედალფა“ უკვე დატოვეს. კლინიკაში 17 კოვიდინფიცირებული რჩება, უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე პირის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. აჭარაში კორონავორუსისგან 38 პირი განიკურნა.

„კიდევ ორმა პაციენტმა სრულად დაამარცხა კორონავირუსი, ეს დაადასტურა საკონტროლო ტესტებმაც და სხვა გამოკვლევებმაც ისინი კლინიკიდან დღესვე გავწერეთ“, – განაცხადა „მედალფას“ რეგიონალურმა მენეჯერმა ლევან ანთაძემ.

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა მეექვსე დღეა არ გამოვლენილა. 

მსგავსი თემები