“რაც შეეხება მედიკამენტებს, არ ვსაუბრობ, მკურნალობას ქუჩიდან არ ვაწარმოებთ” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწყებულ მედიკამენტების კვლევის პროცესში საქართველოც ჩაერთვება.

„კონსულტაციები უკვე დაწყებულია, შეჯერებულია და ამ სოლიდარულ კვლევაში ჩაერთვება საქართველო. როცა ჩაერთვება, შედეგები გექნებათ. აქ ყველაფერი გაწერილია. რაც შეეხება მედიკამენტებს, არ ვსაუბრობ. ეს არ არის ასე სალაპარაკო თემა, ეს ცოტა სათუთი თემაა.

მკურნალობას ქუჩიდან არ ვაწარმოებთ. ამ მედიკამენტების ეფექტურობაზე ჯერ არ არის ასეთი დარწმუნებითი კვლევები, გრძელდება. რადგან კვლევა გრძელდება, ეს ნიშნავს, რომ დადასტურებული ეფექტები ჯერ არც ერთი პრეპარატის მიმართ არ არის, თუმცა გამოიყენება თქვენს მიერ დასახელებული პრეპარატები. მათი გამოყენება გრძელდება, ჩატარებული ერთი დიდი კვლევის შედეგებს დადებენ და იტყვიან, უპირატესი რომელია.

ამ ეტაპზე, ყველა ეს პრეპარატი გამოყენებულია და ინდივიდვალურ რეჟიმში ხდება შერჩევა ქვეყნის, ექიმებისა, თუ კლინიკების მიერ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები