“ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება 1-2 თვე უნდა გავაგრძელოთ” – თენგიზ ცერცვაძე

“შეზღუდვები თანდათანობით უნდა შემსუბუქდეს, როგორც ეს ახლა კეთდება, მაგრამ ამ ზომების მინიმუმი, როგორიცაა ნიღბის ტარება, სოციალური დისტანცირება და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება უნდა გაგრძელდეს მინიმუმ ერთი თვე, თუ ორი თვე არა”, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ ვირუსი მთლიანად არ გაქრება.

„უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან თანაცხოვრება. Covid-19, გრიპის ვირუსისგან განსხვავებით, სავარაუდოდ, მთლიანად არ გაქრება. ის რაღაც პერიოდი მაინც დარჩება. მთავარია, მივაღწიოთ იმას, რომ ეს ინფექცია გახდეს მართვადი“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები