ნორვეგიასა და დანიაში, ხანდაზმულებისთვის დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა

ნორვეგიისა და დანიის სამედიცინო ორგანოებმა, ხანდაზმული ასაკის ადამიანებზე დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქეს.

კერძოდ, მათ საშუალება მიეცათ ნახონ თავიანთი შვილები და შვილიშვილები ქვეყნებში COVID-19 შემთხვევების რაოდენობის შემცირების გამო. ასე რომ, ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ მისი ინსტიტუტი ბავშვებს გადამდებ წყაროდ აღარ მიიჩნევს, იტყობინება NRK.

მისი მოსაზრებით, ჯანმრთელ ასაკოვან ადამიანებს, რომლებიც კარგ ფორმაში არიან, შეუძლიათ ბავშვები დახურულ სივრცეში ნახონ, მაგრამ მათ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, შეხვედრები ღია ცის ქვეშ უნდა მოაწყონ.

დანიის ჯანდაცვის დეპარტამენტიდან რისკის შემცველი პირებისთვის განახლებული ინსტრუქცია საშუალებას აძლევს ასაკოვან ადამიანებს, არა მხოლოდ ნახონ თავიანთი შვილები და შვილიშვილები, არამედ ჩაეხუტონ მათ და ლოყაზე აკოცონ, იუწყება ადგილობრივი გამოცემა.

გარდა ამისა, დანიის ჯანდაცვის დეპარტამენტის მითითებებში გაზრდილია იმ ადამიანების ასაკი, რომლებიც ავტომატურად შედიან რისკ ჯგუფში – 65-დან 70 წლამდე.

მსგავსი თემები