ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან დღეს შეიძლება რამდენიმე პაციენტი გაწერონ

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო შესაძლოა დღეს რამდენიმე პაციენტმა დატოვოს. ექიმები მათი განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან.

საავადმყოფოს მთავარი ექიმის განცხადებით, კლინიკაში დადასტურებული COVID-19-ის დიაგნოზით 12 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, ხოლო ერთი პაციენტი საეჭვოა და მასზე კვლევები მიმდინარეობს.

საქართველოში კორონავირუსი 589 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 223 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

მსგავსი თემები