ექთანი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, რამდენიმე დღის წინ კახეთში იმყოფებოდა

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექთანი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, რამდენიმე დღის წინ კახეთში იმყოფებოდა.

ქალი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, მეუღლესთან სტუმრად 27 აპრილს ჩავიდა და თბილისში იმავე დღეს დაბრუნდა.

ინფიცირებული მედიკოსის ქმარი, ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით თვითიზოლაციაშია. ასევე თვითიზოლაციის ვალდებულება დაეკისრა კიდევ 3 მეზობელს. ამ დროისთვის არც ერთ მათგანს საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება.

მსგავსი თემები