“ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას და ხალხს უჭირს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა არ მოაკლდება ეკლესიას” – ილია მეორე

“ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას უჭირს, როცა ხალხს უჭირს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას”, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა.

პატრიარქმა ბრძანა, რომ ეკლესია ააშენა მაცხოვარმა და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერევიან მას.

„დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, თუ რა გააკეთეს მენელსაცხებელმა დედებმა, რამდენი გაბედული ნაბიჯი გადადგეს მაშინ, როდესაც მოციქულებმა დატოვეს ჯვარცმული მაცხოვარი. ისინი ჯვართან იდგნენ და იქ იზიარებდნენ მაცხოვრის ტკივილს, მენელსაცხებელმა დედებმა თავისი მხრებით იტვირთეს ეკლესიის სიმძიმე. ისინი ქადაგებდნენ მთელ მსოფლიოში და ჩვენ თაყვანს ვცემთ მათ ღვაწლს.

შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენმა წინაპრებმა თამარ მეფე მიაკუთვნეს მენელსაცხებელ დედებს და გაუთანასწორეს თამარ მეფის ღვაწლი მენელსაცხებელ დედებს. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას უჭირს, როცა ხალხს უჭირს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას. ეკლესია ააშენა მაცხოვარმა და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერევიან მას“, – ბრძანა პატრიარქმა.

მსგავსი თემები