საფრანგეთში კორონავირუსი კატას დაუდგინდა

საფრანგეთში კორონავირუსი კატას გამოუვლინდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

სპეციალისტებმა 10-მდე ცხოველი შეამოწმებს. COVID-19 კი პარიზის მახლობლად მცხოვრებ კატას დაუდგინდა, რომლის პატრონსაც კორონავირუსი აქვს.

.მსოფლიოს მასშტაბით COVID-19 კატებს უკვე რამდენიმე ქვეყანაში გამოუვლინდა, თუმცა სპეციალისტების თქმით, ვირუსის ცხოველისგან ადამიანზე გადადების ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა.

მსგავსი თემები