კორონავირუსით გარდაცვლილ 72 წლის ქალს რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა

კორონავირუსით გარდაცვლილი მერვე პაციენტი 72 წლის ქალია, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, მას რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა.

„ბიოლოგიური სიკვდილი 72 წლის ქალთან დაფიქსირდა. ის კლინიკაში შემოვიდა 14 აპრილს სუნთქვის მწვავე უკმარისობით, მწვავე რესპირატორული დისტრესით, მწვავე მიოკარდიულ-ვირუსული ენდოკარდიტის დიაგნოზით. ანამნეზში ქალს ჰქონდა გულის უკმარისობა მეორე-მესამე კლასის, არტერიული ჰიპერტენზია, მორბიდული სიმსუქნე. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა დილით დაფიქსირდა გულის გაჩერება“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

მსგავსი თემები