თბილისის ინფექციურ კლინიკას შვიდი კოვიდინფიცირებული დაემატა, აქედან სამი მოზარდია

თბილისის ინფექციურ კლინიკას შვიდი კოვიდინფიცირებული პაციენტი შეემატა, აქედან სამი მოზარდია.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, მთლიანად ქვეყანაში გუშინ დილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 566 დადასტურებული ემთხვევა იყო, რაც 16-ით გაიზარდა და ახლა 582-ს შეადგენს.

“გვყავდა 40 პაციენტი დადასტურებული კოვიდინფექციით, დაგვემატა შვიდი ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან ერთი არის მძიმე, კრიტიკული მდგომარეობით. ეს არის მაღალი ასაკის პირი, რომელსაც თან არსებული დაავადებაც აქვს – მძიმე ჰიპერტონული ლ დაავადებით არის ავად, ანუ რისკის მატარებელი პაციენტია ასაკით, თანმხლები დაავადებითა და არსებული მდგომარეობით. ამ ეტაპზე მდგომარეობა ასეთი გვაქვს, ვნახოთ, დინამიკაში როგორ განვითარდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, მისი თქმით, შვიდ ახალ პაციენტს შორის სამი მოზარდია. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„არის სამი მოზარდი და მათი მდგომარეობა არსებული კვლევებით, ამჟამად დამაკმაყოფილებელია. ვიმედოვნებთ, ასე გაგრძელდება. ჩვენ გვყავდა 11 მოზარდი, გუშინ გაეწერა ერთი და დაგვრჩა 10. ახლა სამი დაგვემატა. ამ ეტაპზე 13 მოზარდი გვყავს. მათი მდგომარეობა პროგნოზულად კეთილსაიმედოა არსებული მონაცემებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები