მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,3 მილიონს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 3 365 220 მილიონი დაინფიცირდა, 1 069 801 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.

ამ დროისთვის ინფექციას 237 720 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიას მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი აშშ-ში (64 914) ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა იტალია (28 236), მესამეზე კი – დიდი ბრიტანეთი (27 510).

მსგავსი თემები