ინფიცირებულებმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს და ექიმებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – შემთხვევა ბოლნისში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში აგრესიული ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდგინდა ერთ ოჯახს, რომლის არც ერთ წევრს დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონია.

როდესაც ინფიცირებულების კლინიკაში გადასაყვანად ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და პოლიცია მივიდნენ, მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ ავად არ არიან და არსად წასვლას არ აპირებენ, რის გამოც ადგილზე შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი ორგანო.

მსგავსი თემები