სომხეთი, პანდემიის გამო, ერთ ბავშვზე  208 დოლარს გასცემს  – სამეზობლო “კორონაპოლიტიკა”

სომხეთში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთჯერად დახმარებას მიიღებენ ოჯახები, რომელშიც პანდემიის შედეგად არცერთი მშობელი აღარ მუშაობს, თითო შვილზე (14 წლამდე) $208-ის ოდენობით. ერთჯერად დახმარებას, $142-ის ოდენობით მიიღებენ დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს პანდემიის შედეგად.

მეწარმეებს, კარგი საკრედიტო ისტორიით, ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ თანადაფინანსების, სუბსიდირების და რეფინანსირების სესხები მომგებიანი პირობებით. სესხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 250 მლნ. დრამს ($521,000), საპროცენტო განაკვთი კი 6%-ს.

კომპანიები, რომელთაც ყავთ 2-დან 50-მდე დასაქმებული, მიიღებენ ერთჯერად გრანტს ყოველი მეხუთე დასაქმებულის ანაზღაურების მოცულობით. ერთჯერად გრანტს მიიღებენ მიკრო მეწარმეებიც, პირველ კვარტალში კომპანიის ბრუნვის 10%-ის მოცულობით

მცირე და საშუალო საწარმოებს ექნებათ წვდომა სესხზე 50 მლნ. დრამის ოდენობით. სესხის მოცულობა განისაზღვრება ბიზნესის კაპიტალის ბრუნვით. სესხის ხანგრძლივობა არის 36 თვემდე, მსესხებელი გადახდას იწყებს 6 თვე შემდეგ.

ერთჯერად, 50% და 30%-იან, შეღავათს მიიღებენ მოქალაქეები ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადზე. შეღავათის ზომა განისაზღვრება აბონენტის თებერვლის თვის კომუნალური დანახარჯებით.

მსგავსი თემები