“კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი ანტირუსულ სანქციებზე არ აისახება” – ჟოზეპ ბორელი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისრის, ჟოზეპ ბორელის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი ანტირუსულ სანქციებზე არანაირად არ აისახება. 

„არა მგონია, რომ კორონავირუსთან ბრძოლა რამენაირად აისახოს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აშშ-მა და ევროკავშირმა 2014 წელს ყირიმის შეერთებისა და მოგვიანებით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით კონფლიქტის გამო შემოიღეს. ამის საპასუხოდ ოფიციალურმა მოსკოვმა რუსეთში მათი პროდუქტის ექსპორტი აკრძალა.

მსგავსი თემები