“შეიძლება, გარკვეული მიმართულებებით რეგულარული ავიარეისები აღვადგინოთ, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმ ქვეყნებზეც, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ” – ნათია თურნავა

“უკვე ვფიქრობთ, რომ შეიძლება, გარკვეული მიმართულებებით, გარკვეული დოზით რეგულარული რეისები აღვადგინოთ, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმ ქვეყნების ნებასა და ვითარებაზეც, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრმა განმარტა, რომ ავიამიმოსვლა ორმხრივი და მრავალმხრივი პროცესია და მისი სრულმასშტაბიან აღდგენისთვის მხოლოდ საქართველოს მთავრობის ძალისხმევა არ არის საკმარისი.

„ჩვენ რაოდენ წარმატებულიც არ უნდა ვიყოთ ეპიდემიასთან ბრძოლაში, აუცილებლად იგივე დადებითი ტენდენციები უნდა ფიქსირდებოდეს პარტნიორ ქვეყნებში, მსოფლიოში, რადგან ჩვენ ეპიდემიამდე ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ცა გვქონდა. 50-მდე ქვეყანასთან, 50-მდე მიმართულებით ვახორციელებდით პირდაპირ ფრენებს.

უკვე ვფიქრობთ, რომ შეიძლება, გარკვეული მიმართულებებით, გაიდლაინების მკაცრი დაცვით, გარკვეული დოზით რეგულარული რეისები აღვადგინოთ, მაგრამ ეს ისევ არის დამოკიდებული იმ ქვეყნების ნებაზე და ვითარებაზეც, ვისთანაც ჩვენ ამ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, –  განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა

მსგავსი თემები