რა გავლენას ახდენს ბავშვებზე ახალი დაავადება და უკავშირდება თუ არა ის კორონავირუსს?

ბოლო სამი კვირის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა ასაკის ბავშვების საავადმყოფოების, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანის ფაქტებმა იმატა. როგორც The Guardian წერს, ბავშვები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, კავასაკის დაავადების ნიშნებით არიან გადაყვანილი, რაც გავლენას ახდენს სისხლძარღვებზე, გულსა და სხვა ორგანოებზე. მათ ასევე აღენიშნებათ ტოქსიკური შოკის სინდრომი სისხლჩაქცევებითა და სიცხით.

ექიმები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს კორონავირუსის თანმხლები ანთებითი დაავადება. ამასთან, ზოგიერთ დაავადებულ ბავშვში კოვიდ-19-ზე ჩატარებულ ტესტებმა დადებითი პასუხი აჩვენა. თუმცა, მედიკოსების ცნობით, ეს პასუხებიც 100%-ით სანდო არაა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მიმდინარეობს ახალი დაავადების შესწავლა და მისი მკურნალობის სტრატეგიის ჩამოყალიბება.

მსგავსი თემები