თბილისის ვაკის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა

 

თბილისის ვაკის რაიონში, დასაქმების მსურველთათვის ფორუმი გაიმართა, სადაც 17-მდე კომპანიამ შრომის ბაზარზე არსებული 2000-მდე აქტიური ვაკანსია წარადგინა.

​ფორუმში, რომელიც ​საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატების, გიორგი ბირბიჩაძისა და გიორგი მუსხელიშვილის ინიციატივით და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა, თბილისის შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა www.worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებიც მონაწილეობდნენ.

როგორც საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ბირბიჩაძემ განაცხადა, ფორუმზე დასაქმების მსურველთა ჩართულობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. დასაქმების ფორუმის მთავარი დანიშნულება მოქალაქეებისთვის ბაზარზე რეალურად არსებული ვაკანსიების შეთავაზებაა.

მისივე თქმით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ადგილზე შეავსოს განაცხადი და დასაქმდეს იმ ვაკანსიებზე, რომლებიც შრომის ბაზარზე რეალურად აქტიურია.

ანალოგიური ფორუმები უკვე ჩატარდა ჩუღურეთის, ნაძალადევის, ისნის, გლდანის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში.

ღონისძიების ფარგლებში, სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად უკავშირდებიან ერთმანეთს, იმავდროულად, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია ყველა იმ პროგრამისა და სერვისის შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

 

მსგავსი თემები