იანვრისთვის შესაძლოა, ეფექტური ვაქცინის გავრცელება დაიწყოს

„ჩვენ ცდების საწყის ეტაპზე, პირველ ფაზაში ვართ. როდესაც შემდეგ ფაზაში გადავალთ, ვეცდებით, რაც შეიძლება ფრთხილად, თუმცა სწრაფად დავადგინოთ, მუშაობს თუ არა ვაქცინა და რამდენად უსაფრთხოა ის. თუ ეს ასე აღმოჩნდა, მაშინ ჩვენ წარმოებას დავაჩქარებთ“, – განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ.

ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ იანვრისთვის შეიძლება, ეფექტური ვაქცინის გავრცელება დაიწყოს.

„მე იანვარსა და თებერვალში ვამბობდი, რომ ვაქცინის შექმნას დაახლოებით 12-18 თვე დასჭირდებოდა. იანვარში უკვე ერთი წელი იქნება, ანუ დაახლოებით ის პერიოდი, რომელიც თავდაპირველად დავასახელე“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, წარმოება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს იმ იმედით, რომ ვაქცინა გაამართლებს. ასეთი დასტურის მიღების შემდეგ კი შეიძლება, წარმოების გაფართოება და შემდეგ ვაქცინის დისტრიბუცია.

მსგავსი თემები