“თქვენ არ ხართ მაღალი რისკის, ისე, როგორც ვარ მე” – ამირან გამყრელიძე ჟურნალისტებს

გამყრელიძის განმარტებით, დღეს მედიის წარმომადგენლები არ არიან ისეთივე რისკის ქვეშ, როგორც მაგალითად სამედიცინო პერსონალი.

„რაც შეეხება ჟურნალისტებს, ეს საინტერესოა, მაგრამ რაღაც ეტაპზე. თქვენ არ ხართ მაღალი რისკის, როგორც ვარ მე, რომელსაც ყოველდღიური კონტაქტი მაქვს ინფიცირებულ ადამიანებთან, მაგრამ ყველა პირობას ვიცავ და ჯერ ეს ინფექცია არ მაქვს. ჟურნალისტებს ნაკლები რისკი გაქვთ, ვიდრე აქვთ ექიმებს, ექთნებს, სამედიცინო პერსონალს.

თუ რომელიმე თქვენთგანს რაღაც სიმპტომები გაუჩნდება, ანუ, ნახეთ, რომ გაქვთ მცირე ტემპერატურა, რესპირაციული სიმპტომები, ხველა, ძლიერი სურდო, სუნთქვის გაძნელება, არ აგერიოთ ეს, რადგან ახლა ალერგიის სეზონი იწყება, სურდო უსიცხოდ მიდის.

აუციელებელია, მიმართოთ ცხელების კლინიკას ან პირველადი ჯანდაცვის ექიმს, დარეკოთ 112-ზე, თუ საჭირო იქნება ტესტირებას ჩაგიტარებენ, თქვენი მდგომარეობის შემდგომი მართვა იქნება პროტოკოლის მიხედვით. რა თქმა უნდა, ჟურნალისტებიც გათვალისწინებული იქნებიან, მაგრამ უფრო მომდევნო ეტაპებზე“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები