„როცა კომპანიებს ვთხოვთ გადაუხადოს ხელფასი, თუ ეს კომპანია გაჩერებულია, როგორ გადაუხადოს“ – დამსაქმებელთა ასოციაცია „მედიაცენტრ მთავარში“

„დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი“ იმ კომპანიებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც კრიზისის დროს გაჩერებულები იყვნენ. ელგუჯა მელაძე აღნიშნავს, რომ მექანიზმი, რომელიც ახლა ამუშავდა, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. მელაძე განმარტავს ასევე, რომ კომპანიებს აქვთ ვალდებულებები, როგორც საბანკო სექტორთან, ასევე ბიუჯეტის მიმართ.

„ყველანი ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ წარმოებების რეგისტრაციის პროცესი თავიდან დაიწყო, ამიტომ ჩვენ ახლა ვიწყებთ ბაზარზე მეწარმეების აღდგენას იმ პოზიციაზე, რომელიც არსებობდა კრიზისამდე.

ვიცით, რომ ძირითადი კომპანიები ყველა გაჩერდა, ახლა გადავდივართ იმ რეჟიმში, რომ ნელ – ნელა ავამოქმედოთ საწარმოები. რატომღაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ დამსაქმებელი ცდილობს გაუშვას თანამშრომელი, ეს არის შეუსაბამო განცხადებები მოცემულ სიტუაციასთან, არავის არ სურს თანამშრომელთა გაშვება და წარმოების გაჩერება, როცა ვთხოვთ კომპანიებს გადაუხადონ ხელფასი თანამშრომლებს, როცა ეს კომპანია არის გაჩერებული როგორ გადაუხადოს ხელფასი.

ამ კომპანიებს აქვთ ასევე, საბანკო და საბიუჯეტო ვალდებულებები. სტატისტიკა რეალურად არ გვაქვს რამდენი ადამიანის შემცირება მოხდება, ვატარებთ კვლევას, შევიმუშავეთ 150 ქვეყნის ბიზნეს – გაერთიანებებთან ერთად რეკომენდაციები, იმიტომ, რომ პანდემია ჩვენს ცხოვრებაში პირველადაა და განსაკუთრებული ქცევები გვჭირდება. შრომის ბაზარი არის საკმაოდ რთული მექანიზმი, ამდენად ამ შრომის ბაზარს სჭირდება თავისი მართვა, რომელიც უნდა უზრუნველყოს, როგორც მეწარმემ, ასევე მთავრობამ,“ – განაცხადა ელგუჯა მელაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე ინფორმაციით სამუშაო ადგილის დანაკარგი იქნება.

„სამუშაოა ადგილის დანაკარგი ბუნებრივია იქნება. მსოფლიო ბზარი არის ძალიან გადატვირთული, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოგვიწევს გარკვეული პროფესიების გადახედვა, პროფესიები პანდემიამდე ისედაც იყო შესაცვლელი და ჩვენ ყველა უნდა მოვერგოთ ახალ პროფესიებს.

 კომპანია, რომელმაც შეძლო მუშაობის გაგრძელება ცხადია არ იტყვის უარს თანამშრომელთა დათხოვნაზე.  ბევრმა კომპანიამ პანდემიის შემდეგ აქცენტები გააკეთა სოფლის მეურნეობაზე და გადავიდა აგრო სფეროში,“ – განაცხადა ელგუჯა მელაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მელაძემ აღნიშნა, რომ ისინი მხარს უჭერენ მთავრობის მხრიდან დასაქმების აქტიურ პოლიტიკას.

“მედიაცენტრმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაში, აუცილებელიაწყაროსდალინკისმითითება

მსგავსი თემები