მარნეულში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში ორ პაციენტს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ორივე პაციენტს კატასტროფის ბრიგადები თბილისის სპეციალიზებულ კლინიკებში გადაიყვანენ.

„ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ დღის განმავლობაში საეჭვო სიმპტომების მქონე ხუთი პაციენტის ნიმუშები იყო გაგზავნილი. სამი ტესტის პასუხი უარყოფითია.

დასავლეთ საქართველოს ცხელების ცენტრებიდან, საჩხერის სამედიცინო ცენტრში უკვე მეორე დღეა, ცხელებით არც ერთი პაციენტი არ მიუღიათ.

შეგახსენებთ, კლინიკაში არც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ჰყავთ.

ქუთაისის ცხელების ცენტრში კი, ლაბორატორიიდან 20 ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა პასუხი უარყოფითია.

დირექტორის ინფორმაციით, პასუხებს შორის 13 პაციენტის, შვიდი კი კლინიკის მედპერსონალის გეგმური კვლევაა.

მსგავსი თემები