“22 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან დიდი უმეტესობა -15 არის თეთრიწყაროდან” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევიდან დიდი ნაწილი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება.

კერძოდ, ეზუგბაიას თქმით, 15 არის ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერიდან, სამი – სვანეთიდან, ხოლო დანარჩენი ბოლნისის კლასტერებია.

თავად ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 43 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ოთხი კლინიკაში გუშინ უკვე დადასტურებული დიაგნოზით შეიყვანეს.

ეზუგბაიას განმარტებით, კოვიდის-ცენტრებში ამჟამად 361 პაციენტი იმყოფება.

„22 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან დიდი უმეტესობა -15 არის თეთრიწყაროდან, თეთრიწყაროს კლასტერიდან, სვანეთიდან არის სამი, დანარჩენი ბოლნისია. ჩვენ გუშინ დღე-ღამეში ოთხი დადასტურებული შემოგვემატა და ამჟამად გვყავს 43 დადასტურებული შემთხვევა, ორი თეთრიწყაროდანაა, ორი ბოლნისიდან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები