დღეს მადრიდიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი მადრიდიდან თბილისის მიმართულებით, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მგზავრთა შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ორსული ქალები, სტუდენტები, არასრულწლოვანი მოქალაქეები და ესპანეთის სამეფოში პანდემიის გავრცელების გამო თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირები.

„ბორტზე ასევე იქნებიან ტრანზიტული მგზავრები ლათინური ამერიკიდან, კერძოდ ურუგვაიდან. აღსანიშნავია, არგენტინაში საქართველოს საელჩოს მიერ არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მიგრაციის ეროვნულ სამსახურთან გამართული კონსულტაციების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უფლება მიეცათ, გადმოეკვეთათ ურუგვაი-არგენტინის საზღვარი, რომელიც ჩაკეტილია სანიტარული კრიზისის გამო. საზღვარზე მოქალაქეებს საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ და მათი ბუენოს-აირესის აეროპორტში გადაყვანა უზრუნველყვეს, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები ესპანეთის მთავრობის მიერ საკუთარი მოქალაქეების რეპატრიაციის მიზნით განხორციელებული რეისით – ბუენოს-აირესი-მადრიდი, ესპანეთში ჩაფრინდნენ“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა რეისები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან.

„30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 17,072 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, ორგანიზებულად დაბრუნდა 8,728 მოქალაქე. „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს“, – აცხადებენ საგარეო

მსგავსი თემები