თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 80 წლის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა მდინარე ალაზანში იპოვეს

სამდღიანი ძებნის შემდეგ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში მცხოვრები 80 წლის მამაკაცის ცხედარს მაშველებმა მდინარე ალაზანში მიაკვლიეს.

თანასოფლელებმა ალექსი ოხანაშვილი ბოლოს მდინარე ალაზნის პირას ნახეს, სადაც საქონელს მწყემსავდა. ამის შემდეგ მისი კვალი გაუჩინარდა.

ერთი ვერსიით, მამაკაცი საქონლის გამოსაყვანად მდინარეში შევიდა, რა დროსაც წყალმა გაიტაცა.

დაკარგულის სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები და თბილისის სწრაფი რეაგირების ბაზის მყვინთავები იყვნენ ჩართული.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები