დუშეთში რესტავრაცია 40 ისტორიულ სახლს ჩაუტარდება

  •  

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ქალაქ დუშეთში მალე, რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში, ისტორიული უბნების ურბანული განახლება დაიწყება. პროექტის ფარგლებში იგეგმება 40 სახლის რესტავრაცია, მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის ჩათვლით. განხორციელდება ფასადური სამუშაოები, მოეწყობა გარე განათებები, ტროტუარები, ბორდიურები.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, პროექტი ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ და ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი. სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადებულია. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყება ზაფხულის ბოლოს იგეგმება.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, მოადგილე მანანა ნარიმანიძესა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ დუშეთის ის ნაწილი დაათვალიერეს, სადაც, მალე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, ისტორიული სახლების მესაკუთრეებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და პროექტის პოტენციური სარგებლიანობის თაობაზე ესაუბრა.

ლევან ზაუტაშვილის განცხადებით, დუშეთის ეს ნაწილი ქალაქის მოსახლეობისთვის ისტორიული და კულტურული ღირებულების მატარებელია. სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებული უბნები, ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის, ატრაქციის მნიშვნელოვანი ცენტრი გახდება.

 

მსგავსი თემები