თვითდასაქმებულები კომპენსაციას კატეგორიის მიხედვით მიიღებენ

“ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც იყო თვითდასაქმებული, მას შეუძლია წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რომლის დეტალური ჩამონათვალი 29 აპრილს გამართულ პრეზენტაციაზე გახდება ფართო მასებისთვის ცნობილი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„შემდეგ უკვე მოხდება ჩვენს პორტალზე ინფორმაციის გაანალიზება. იმის მიხედვით, თუ რომელ კატეგორიას განეკუთვნებიან მოქალაქეები მიიღებენ შესაბამის კომპენსაციას და სოციალურ დახმარებას. ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ თვითდასაქმებულები და ვარ წარმოადგენენ დოკუმენტს, რომელ იურიდიულ პირთან საქმიანობდნენ, მაშინ მათი განხილვა სოციალურ ბაზაში მოხდება და სინქრონიზაციის შედეგად გაირკვევა რა ტიპის კომპენსაცია ეკუთვნით ამ ჩვენს მოქალაქეებს“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მისი თქმით, დასაქმებული ადამიანების იდენტიფიცირება გაცილებით უფრო ადვილია.

„რადგან აქ არსებობს შრომითი ხელშეკრულებები, ჩარიცხვები და გადასახადები, რომლებიც აისახება ჩვენს ბაზაში და უფრო მეტწილად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბაზაში. სწორედ ამ ბაზების ერთმანეთთან სინქრონით მოხდება ამ ბაზების იდენტიფიცირება. ასევე რა თქმა უნდა იმ დოკუმენტაციით, რასაც ისინი წარმოადგენენ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ თვითდასაქმებულები და ვარ წარმოადგენენ დოკუმენტს, რომელ იურიდიულ პირთან საქმიანობდნენ, მაშინ მათი განხილვა სოციალურ ბაზაში მოხდება და სინქრონიზაციის შედეგად გაირკვევა რა ტიპის კომპენსაცია ეკუთვნით ამ ჩვენს მოქალაქეებს.

მსგავსი თემები