პოლონეთიდან სამშობლოში საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესის ფარგლებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პოლონეთის დედაქალაქ ვარშავადინ სპეციალური ავიარეისი განხორციელდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სპეცრეისით სამშობლოში 179 ადამიანი დაბრუნდა. მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც ავტობუსებით სასტუმრო „ეიფორიაში“ გახსნილ კარანტინის ზონაში გადაიყვანეს. 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

საქართველოს მასშტაბით კარანტინის სივრცე ამ დროისთვის 83 სასტუმროში მოქმედებს. ამჟამად კარანტინში 4889 ადამიანი იმყოფება.

მსგავსი თემები