რომელი რეგიონებიდან მარაგდგება აგრარული ბაზრები? – თენგიზ კალანდაძის განმარტება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ, განმარტა, თუ რომელი რეგიონებიდან მარაგდგება აგრარული ბაზრები.

მისი თქმით აგრარული ბაზრები რამდენიმე რეგიონიდან მარაგდება.

„მაგალითად ცაის​ში ბევრი სათბურებია, იქ იქნება პომიდვრის მოსავალი, ლაგოდეხში კიტრი გვექნება. წინასწარ გვაქვს ეს ინფორმაცია. ჩვენ ვაორგანიზებთ, რომ ერთმანეთს შევახვედროთ გამყიდველი და მყიდველი. სხვადასხვა რეგიონებიდან ხდება ბაზრების მომარაგება. მცხეთა-მთიანეთიდან სალათის ფურცელი და ბროკოლი შემოდის. პატარა მანქანებით ხდება საუბნო პატარა მაღაზიების მომარაგება. ყველაზე კარგია, რომ აღდგა ავტომობილებით გადაადგილება და მომხმარებელმა დაიწყო მოძრაობა“, – განაცხდა კალანდაძემ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი და მათგან უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

„მარნეული და ბოლნისი არის საკარანტინე ზონა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩაკეტილია და იქიდან მოვაჭრეების გამოსვლა არ შეიძლებოდა.​ მარნეულში შედის სადისტრიბუციო კომპანია, ყიდულობს ბოსტნეულს და რეგიონიდან გამოაქვს. გავრცელდა ჭორი, რომ „ჯიბე“ იყო მარნეულში ბოსტნეულის ერთადერთი მსხვილი შემსყიდველი. ეს ასე არაა. „ჯიბე“ ერთ-ერთი მსხვილი შემსყიდველია. 60-მდე კომპანიაა წარმოდგენილი, რომელიც შედის მარნეულში სატვირთო მანქანებით და გამოაქვს პროდუქცია. ეს ლოჯისტიკური ჯაჭვი აწყობილია“, – აღნიშნა კალანდაძემ.

მსგავსი თემები