“საქართველოში ხორბლის დეფიციტი მოსალოდნელი არაა” – ლევან სილაგავა

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა აცხადებს, რომ საქართველოში ხორბლის დეფიციტი მოსალოდნელი არაა. მისი განმარტებით, პრესაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

“პრესაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ რუსეთიდან ხორბლის გამოტანა შეწყდა. ეს არ შეწყვეტილა. რუსეთში შეწყდა კვოტირების მექანიზმით საბუთის გაცემა, მაგრამ კვოტის ფარგლებში შესყიდული ხორბლის 25 პროცენტი კიდევ გამოსატანია.

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, მთელმა მსოფლიომ დაიწყო გადაჯგუფება და პირველადი სასურსათო პროდუქტების შეზღუდვები, ვინაიდან, მათ არ იციან, თუ როდის დამთავრდება პანდემია. აქედან გამომდინარე, იმ ბაზრებზე, რომელზეც ჩვენ რეგიონალურად ვღებულობდით ხორბალს, გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. ასეთ შეზღუდვებს მიმართა უკრაინამ ყაზახეთმა, რუმინეთმა. ექსპორტის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთმა ჯერ კიდევ პირველ აპრილს მიიღო. ამიტომ, ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ჩვენ გვაქვს მარაგები“ – განაცხადა სილაგავამ.

მსგავსი თემები