საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 115 პაციენტი გვყავს. ინფიცირებულია 86 პაციენტი. რაც შეეხება რეანიმაციას, იქ შვიდი პაციენტია. მამაკაცთან მიმართებაში, რომელზეც გუშინ ვაცხადებდი, რომ იყო მძიმე მდგომარეობაში, დღეს ბიოლოგიური სიკვდილი დადასტურდა. ასაკით 83 წლის იყო, ქრონიკული პათოლოგიებით –  გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. ჩატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა უშედეგო“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში ექვსი პაციენტია გარდაცვლილი.

მსგავსი თემები