“გამოსავალი არ არსებობს” – სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი სერიოზულ კრიზისზე საუბრობს

კორონავირუსმა სერიოზული ზიანი მიაყენა ტურიზმს – პანდემიის შედეგად, სასტუმროების უმრავლესობა დაიკეტა, მცირე ნაწილი კი საკარანტინე ზონად გადაკეთდა. 

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ამ კრიზისიდან გამოსავალს ვერ ხედავს. ის ამბობს, რომ ზაფხულისთვის ზარალი 1,5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

„ამ ეტაპზე პროფილი არცერთ სასტუმროს არ შეუცვლია, მხოლოდ 83 სასტუმროა საკანატინე ზონად გადაკეთებული, დანარჩენი ყველა ობიექტი დახურულია. ამ ეტაპზე, გამოსავლი არ არსებობს. სრულად ვემორჩილებით კარანტინის განკარგულებას “,- ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში 40 621 ადამიანია დასაქმებული, 2019 წლის მხოლოდ მეოთხე კვარტალში კი, ამ სეგმენტის ბრუნვა 531 მლნ ლარი იყო.

მსგავსი თემები