ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა. სამივე პაციენტი ე.წ. თერჯოლის კლასტერს განეკუთვნებოდა.
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოში „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით 23 პაციენტი მკურნალობს.
ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან 132 პაციენტი გამოჯანმრთელდა.